- სათანადო კვება
- ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა, თავის ზოგად კომენტარში №12 (1999 წ.) განმარტება მისცა სათანადო კვების უფლებას. „საკვების უფლების რეალიზაციას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ყველა კაცს, ქალს და ბავშვს, ცალკე ან სხვებთან ერთად, ნებისმიერ დროს აქვს სათანადო საკვებზე ფიზიკური და ეკონომიური მისაწვდომობის, ან მისი შოვნის საშუალება“. გარდა ამისა, „ტერმინის - „სათანადო“ - ზუსტი შინაარსი განისაზღვრება ძირითადი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, კლიმატური, ეკოლოგიური და სხვა პირობებით“. სათანადო კვების უფლება ითვალისწინებს იმ რაოდენობისა და ხარისხის საკვების არსებობას, რომელიც საკმარისია ინდივიდთა კვების რაციონის დასაკმაყოფილებლად. საკვები არ უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს და მისაღები უნდა იყოს კონკრეტული კულტურული გარემოსათვის. უფრო მეტიც, საკვები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შენარჩუნებადი ფორმით, ანუ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხანგრძლივ პერსპექტივაში.Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძისა - მე-2 განახლ. გამოც. - [თბ., 2006]
Georgian encyclopedia. 2013.